ადენის ყურეში მცურავ გემზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა
ადენის ყურეში მცურავ გემზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა

ადენის ყურეში მცურავ გემზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გემი პალაუს დროშის ქვეშ მოძრაობდა. როგორც „ბიბისი“ წერს, სავარაუდოდ, თავდასხმა იემენელმა „ჰუსიტმა“ მებრძოლებმა განახორციელეს.

ცნობისთვის, „ჰუსიტი“ მებრძოლები სავაჭრო და სამხედრო გემებს შარშან, ნოემბრიდან ესხმიან თავს. ისინი აცხადებენ, რომ ამ იერიშებით სოლიდარობას უცხადებენ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს და მოითხოვენ, რომ ისრაელმა ომი შეწყვიტოს.

საპასუხოდ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მათმა მოკავშირეებმა „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ავიაიერიშები რამდენჯერმე მიიტანეს. ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმები საერთაშორისო გადაზიდვების შეფერხებას იწვევს.