ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 70 სავარძელ-ეტლი გადაეცა
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 70 სავარძელ-ეტლი გადაეცა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ თურქეთის საელჩოსთან ერთად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 70 სავარძელ-ეტლი გადასცა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, აქციის მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერას დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და საზოგადოების მხარდაჭერას.

,,დღევანდელი ღონისძიება აქციაა, რომელიც დაიგეგმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის და გადავეცით ეტლები. ბედნიერი ვარ, რომ აღნიშნულ პროექტში ვმონაწილეობ და როგორც ელჩი, ამ პროექტში ჩემი წვლილი შევიტანე. საქართველოს მთავრობას მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის და აგრეთვე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მსგავს პროექტებში არიან ჩართულნი. იმედს და მზაობას გამოვთქვამ, რომ მსგავს პროექტებში მომავალშიც მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა.