ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის განაცხადში საკვანძო დავის საგანს სიცოცხლის უფლების მუხლის სავარაუდო დარღვევის საკითხი წარმოადგენს. 800 გვერდიან დოკუმენტში ძირითადი აქცენტი 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე კეთდება. „იემსი ჯგუფი“(EMC) ყურადღებას არაეფექტიანი გამოძიების პრობლემაზეც ამახვილებს და განმარტავენ, რომ წელზე მეტი გავიდა და რაიმე ხელშესახები შედეგი გამოძიებას არ მოჰყოლია და გამოძიების სტანდარტები, რომელიც ობიექტურობას უკავშირდება არის დარღვეული.

„პირველივე დღესვე, კანონის საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს, რომელსაც თქვენ სპეცოპერაციას უწოდებთ. ეს სპეცოპერაცია არ ყოფილა, ეს იყო მხეცურად დაგეგმილი, მხეცურად ჩატარებული ტერაქტი მაჩალიკაშვილების ოჯახში. როდესაც მიხვდნენ დაუშვეს შეცდომა და ამას დაერქმეოდა მაჩალიკაშვილების ოჯაში ჩატარებული ტერაქტი, მოჰყვა ასე ვთქვათ, კანონის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება. ეს ყველაფერი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში შეიტანა, ეს საქმე სტრასტბურგში წავიდა.

თუ სადმე რამე არსებობს სამყაროში, ყველაფერს გავაკეთებ ამ სისტემის გასანადგურებლად, იმ ადამიანების დასასჯელად, ვისაც ურევია თემირლანის სისხლში ხელები. ყველა ის ადამიანი მიიღებს უმკაცრეს სასჯელს, ამას მე მივაღწევ და ამას ჩვენ მივაღწევთ ერთობლივი ძალებით. სტრასბურგისგან ის მოლოდინი მაქვს, რომ თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ბიძინა ივანიშვილის ხელები არ მიწვდება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.