ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უახლოეს მომავალში განახლდება
ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უახლოეს მომავალში განახლდება

ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

მან ევროკავშირსა და გაერო-ს, საქართველოში ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომები რეგულარულ ხასიათს დაიბრუნებს და უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

„ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, განახლდება. ის იქნება ქმედითი მექანიზმი და საკმაოდ აქტიური პლატფორმა ადამიანის უფლებების მიმართულებით, მთავრობის სხვადასხვა უწყების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.