HRANA-ს მონაცემებით, 6 აპრილის იერიშებს ირანში 49 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 58 დაშავდა

11:22, 07.04.2026

აშშ-ში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა სააგენტოს, HRANA-ს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ირანზე მიტანილი იერიშები ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.

მათივე ცნობით, იერიშებს 49 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 58 დაშავდა. ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან კი ქვეყანაში, სულ მცირე, 3 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 665 მშვიდობიანი მოქალაქეა.

6 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე იერიში განხორციელდა, მათ შორის ბაჰარესტანში საცხოვრებელ შენობაზე, თეირანის შარიფის უნივერსიტეტსა და სამხრეთ ბუშერის პროვინციაში, ასალუიეში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე.

მსგავსი