ადამიანის უფლებათა კომიტეტმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

კანონპროექტი კომიტეტის წევრებს ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აუცილებელია, დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.

„ცვლილების შეტანა აუცილებელია, რათა დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექნიზმის განსაზღვრას, რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.