ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ანა ბუჩუკური დაიკავებს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ანა ბუჩუკური დაიკავებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ანა ბუჩუკური დაიკავებს. მის კანდიდატურას კომიტეტის სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარი ერთხმად დაუჭირეს.

უფრაქციო დეპუტატის, ანა ბუჩუკურის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე მას შემდეგ დასახელდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უარი განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ. მან აღნიშნა, რომ თანახმაა, პოზიცია სხვა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზონ.

აღნიშნულის შესახებ კომიტეტის სხდომამდე ეკა ხერხეულიძემ ტელეფონით ტექსტური შეტყობინება კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს გაუგზავნა.