ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ომბუდსმენობის კანდიდატს, ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გადაწყვეტილება რამდნიმე წუთის წინ მიიღო. ფარულ კენჭისყრაზე, შვიდმა დეპუტატმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიები ესწრებოდნენ. სხდომაში მონაწილეობა ოპიზიციას არ მიუღია.
ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობამ დაასახელა. კანდიდატი არასამთავრობო სექტორმა წარადგინა.