ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობისას რიგი ქმედებები განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებთან დაკავშირებული საკითხები იმგვარად დარეგულირდება, როგორც ეს ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში, რაც გამოიხატება შესაბამისი სამართალდარღვევების ვიდეოფირით დაფიქსირებაში.

„კანონპროექტით, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა რესან კონცელიძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.