„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანგარიში - „პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ წარადგინა
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანგარიში - „პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ წარადგინა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანგარიში – „მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ წარადგინა.

მონიტორინგის ფარგლებში ცენტრმა რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა. დეპარტამენტი ძირითადად მხოლოდ 2012-წლამდე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს და ყურადღებას ქონების იძულებით დათმობს შემთხვევებზე ამახვილებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა ყურადღების მიღმა არ ტოვებს კონკრეტულ პრობლემებს. პრობლემებია მაგალითად, პროკურატურის საქმიანობის დროით შემოსაზღვრის საკითხი, ვინაიდან ანგარიშში ასახულია, რომ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს დეპარტამენტი და 2012 წლის შემდეგ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი არც ერთი დანაშაული არ გამოძიებულა“, – განაცხადა კვლევის ავტორმა გიორგი კაკუბავამ.

პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც სამართლიანობის აღდგენაა.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში შემოვიდა ათი ათასობით საჩივარი, სადაც ადამიანები ჩიოდნენ მათი დარღვეული უფლებების თაობაზე და სწორედ ამ საჩივრების გაერთიანება მოხდა კომპლექსურად. 171 დაზარალებულ მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა 49 მილიონი ლარის ღირებულის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე 62 ადამიანის უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯა და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ

ანგარიშის ავტორებმა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეკომენდაციები გასცეს.