ადამ კინზინგერის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გარიყეს
ადამ კინზინგერის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გარიყეს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გარიყეს.

გამოცემა, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის ტრამპის გადაყენების თაობაზე მიმართვის შემდეგ, რესპუბლიკურ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობს.

„ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ პარტიის განსაზღვრისთვის ეპიკური ბრძოლა გვექნება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

„ენბისისთან“ ინტერვიუში ადამ კინზინგერმა ასევე თქვა, რომ მის პოლიტიკურ მომავალზე არ წუხს, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკური იმპერიის შესაქმნელად არ მიუღია და ისტორია ამას სწორედ ასე განსჯის.