ადამ კინზინგერი – ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების მიღებას, მადლობა ელჩ კელი დეგნანს მძიმე სამუშაოსა და გადამწყვეტი როლისთვის
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.
კონგრესმენი „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება.
„ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და მადლობას ვუხდით მათ, ვინც მონაწილეობდა, რათა ცვლილებების მიღება უზრუნველეყო. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩ დეგნანს მისი მძიმე სამუშაოსთვის და გადამწყვეტი როლისთვის“,- წერს კინზინგერი.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
Congrats to Parliament of #Georgia on final passage of amendments, and commend those who participated to ensure passage. I continue to call on all parties to fully implement March 8th agreement, and thank @usingeo and Amb Degnen for continuing hard work and essential role.
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) June 29, 2020