ადამ კინზინგერი – ვაკვირდები ძალადობას თბილისში, გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვიზიარებ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“, – წერს კინზინგერი.
I have been monitoring the violence in Tbilisi, and stand by our embassy’s statement. I am committed to discovering who was behind the violence on the LGBT community. America believes in freedom. https://t.co/eMyNDYx8J9
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) July 6, 2021