ადამ კინზინგერი - სიტყვის თქმის საუკეთესო გზა არის არა ის, თუ რას ფიქრობს კონგრესი, საქართველოს პარლამენტი ან მედია, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, მათ ხმას კი, ოქტომბერში გავიგებთ
ადამ კინზინგერი - სიტყვის თქმის საუკეთესო გზა არის არა ის, თუ რას ფიქრობს კონგრესი, საქართველოს პარლამენტი ან მედია, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, მათ ხმას კი, ოქტომბერში გავიგებთ

სიტყვის თქმის საუკეთესო გზა არის არა ის, თუ რას ფიქრობს კონგრესი, საქართველოს პარლამენტი ან მედია, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, მათ ხმას კი, ოქტომბერში გავიგებთ, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ქართველ ჟურნალისტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

კინზინგერს შეკითხვა დაუსვეს 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის წერილზე, რომელშიც საქართველოსა და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა საუბარი. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობდა კონგრესმენი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის როლზე.

„არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში იმ როლში ვიმყოფები, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაში მყოფი ადამიანი, რომელიც საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა და ის, ვინც საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას ძალიან ცდილობს, რომ გამოვიდე და ამგვარ საკითხზე მოსაზრება გამოვთქვა.

საქართველოში ძალიან რთული სიტუაციაა. რთული სიტუაცია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვინდა, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი გადალახონ და პასუხები მიიღონ. რაც შეეხება დეტალებს, ეს საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ასპექტი ყოველთვის იარსებებს, ეს არ არის როლი, რომლის შესრულებასაც ახლა ვაპირებ. იმედია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს გადავლახავთ და წინ წავალთ. სიტყვის თქმის საუკეთესო გზა არის არა ის, თუ რას ფიქრობს კონგრესი ან რას ფიქრობს მედია საქართველოში, არ ის, რასაც პარლამენტი ფიქრობს, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი. მათ ხმას კი, ოქტომბერში გავიგებთ“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.