ადამ კინზინგერი - შექებას იმსახურებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება რთულ დროში უწევთ
ადამ კინზინგერი - შექებას იმსახურებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება რთულ დროში უწევთ

შექებას იმსახურებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება რთულ დროში უწევთ. სავარაუდოდ, ეს გამოსავალი ყველას არავის მოეწონება, მაგრამ სწორედ ესაა დემოკრატია, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესია მიღწეული.

კონგრესმენმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში საქართველოს ეწვევა როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი.

„საქართველოში არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა მსგავსი გამოწვევები ყველგანაა, იქნება ეს კორონავირუსთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენთანაც საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რაც ასევე საინტერესო იქნება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოში. მთავარი ფოკუსი ახლა არჩევნებზეა. იმედი მაქვს, ოქტომბერში ჩამოსვლას მოვახერხებ როგორც დამკვირებელი. ეს დამოკიდებული იქნება რეისების აღდგენასა და კონგრესის დღის წესრიგზე.

შექებას იმსახურებს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც გამოსავლის ძიება რთულ დროში უწევთ. ეს გამოსავალი სავარაუდოდ ყველას არ მოეწონება, მაგრამ სწორედ ესაა დემოკრატია“, – განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში აშშ საქართველოს გვერდით დგას. ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას კონგრესმენმა ანაკლიის პორტის პროექტიც ახსენა.

„ვფიქრობ, კონგრესში იქნება განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვქნათ დახმარებასთან დაკავშირებით. ეკონომიკა დიდ დარტყმას მიიღებს შტატებშიც და საქართველოშიც და ეს ის მომენტია, როდესაც გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი განსხვავებები, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხის სახელით. მოკლედ ვიტყვი ანაკლიის პორტის პროექტზე. ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მათ მითხრეს, დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში და იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება. მინდა, მივულოცო ჩვენს ელჩს საქართველოში – კელი დეგნანს, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

დატოვე კომენტარი