ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს
ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს

ჩემი გულითადი მილოცვა საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წევრი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩემი გულითადი „მილოცვა“ საქართველოს მოსახლეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. დემოკრატია რთული საქმეა, მაგრამ ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა იმსახურებენ მადლობას მათი სამუშაოსთვის. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება“, – წერს კინზინგერი.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.