ადამ კინზინგერი - მივესალმები მოლაპარაკებებში ყველა ჩართული მხარის, მათ შორის არჩილ თალაკვაძისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ძალისხმევას
ადამ კინზინგერი - მივესალმები მოლაპარაკებებში ყველა ჩართული მხარის, მათ შორის არჩილ თალაკვაძისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ძალისხმევას

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღწული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„დემოკრატია მარტივი არ არის – ეს რთული სამუშაოა, თუმცა ის უდავოდ ღირს ამად. მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს პროდემოკრატიული რეფორმების მიღწევა, რომლის მისაღწევადაც ისინი დიდი ხანი იბრძოდნენ. მივესალმები ამ მოლაპარაკებებში ყველა ჩართული მხარის ძალისხმევას, მათ შორის საქართველოს სპიკერს არჩილ თალაკვაძესა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში ელჩ კელი დეგნანის ხელმძღვანელობით. ეს გრძელი გზა იყო შეთანხმებამდე, თუმცა კომპრომისითა და სიმწიფით, დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის  თანათავმჯდომარე კონგრესში, ვამაყობ, რომ მიმიძღვის როლი ამ მოლაპარაკებების ნავიგაციაში და განვაგრძობ დახმარებას, რათა უზრუნველვყო, რომ საქართველო დარჩეს აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს შეთანხმება გააძლიერებს მათ დემოკრატიას და დაეხმარება მათ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ნატო-ს პარტნიორობას და საბოლოო გაწევრიანებას. ველი კვლავ ვიზიტს საქართველოში, რამდენადაც ჩვენ განვაგრძობთ ამ პოზიტიური იმპულსის განვითარებას“, – წერს კინზინგერი.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.