ადამ კინზინგერი - ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებზე რეაგირებას თუ არ მოახდენს, ამან შესაძლოა, ტერორისტები გაათამამოს
ადამ კინზინგერი - ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებზე რეაგირებას თუ არ მოახდენს, ამან შესაძლოა, ტერორისტები გაათამამოს

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ თუ ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებზე რეაგირებას არ მოახდენს, ამან შესაძლოა, ტერორისტები გაათამამოს. ამის შესახებ განცხადება კინზინგერმა სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, „ქაბულის აეროპორტთან მოწყობილმა ტერაქტებმა უნდა შეახსენოს ამერიკელებს, რომ როდესაც საქმე ეხება ომს, მისი დასრულება მხოლოდ ერთი მხარის გადასაწყვეტი არაა“.

კინზინგერის თქმით, კონგრესმენებს ჰქონდათ ინფორმაცია ქაბულის აეროპორტთან მოსალოდნელი აფეთქების საფრთხის თაობაზე.

„თუ პრეზიდენტი ბაიდენი რეაგირებას არ მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეაფერხებს ევაკუაციას და ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანის პროცესს და ავღანელი პარტნიორებისათვის მიცემული დაპირებაც დარღვეული იქნება, ჩვენი მხრიდან ამ თავდასხმის უპასუხოდ დატოვება და ქაბულიდან გაქცევა, გაათამამებს მათ ვისაც ახლა უფრო იოლად შეუძლიათ, სხვა რადიკალების გადაბირება აშშ-ისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ფაქტი ისაა, რომ რაც არ უნდა გვინდოდეს სახლში დაბრუნება, იქ არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოკვლა სურს. ჩვენ მათ ან ავღანეთში შევებრძოლებით, ან აქ, აშშ-ში“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.