ადამ კინზინგერი - დემოკრატია მარტივი არ არის, თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, თუმცა მშვიდობიანად უნდა დარჩეს
ადამ კინზინგერი - დემოკრატია მარტივი არ არის, თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, თუმცა მშვიდობიანად უნდა დარჩეს

დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ, როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც ჩვენ, ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საკუთარი საერთო მიზნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. მე ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ ვიზიტით ჩამოვიდა, რათა განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.

შეხვედრის შემდეგ მე საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ სხვადასხვა პარტიასთან მქონდა დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები რჩება.

დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ, როდესაც თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს. ასევე, მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სასამართლო სისტემა ყველასთვის სამართლიანი იქნება, დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი.

საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, – წერს ადამ კინზინგერი.

მისი თქმით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ რჩება საქართველო-აშშ-ის მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების მხარდამჭერად.