ადამ კინზინგერი - ჩემს მეგობრებს საქართველოში, თუ „ქართული ლეგიონი“ არ შთაგაგონებთ რუსული გავლენისა და მისი აქტორების მთავრობიდან და საზოგადოებიდან განდევნას, არ ვარ დარწმუნებული, რა იზამს ამას
ადამ კინზინგერი - ჩემს მეგობრებს საქართველოში, თუ „ქართული ლეგიონი“ არ შთაგაგონებთ რუსული გავლენისა და მისი აქტორების მთავრობიდან და საზოგადოებიდან განდევნას, არ ვარ დარწმუნებული, რა იზამს ამას

ვამაყობ „ქართული ლეგიონით“, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს.

„ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი „ქართული ლეგიონი“ არ შთაგაგონებთ რუსული გავლენისა და მისი აქტორების მთავრობიდან და საზოგადოებიდან განდევნას, არ ვარ დარწმუნებული, რა იზამს ამას. ვამაყობ „ქართული ლეგიონით“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერზე“.