ადა მარშანია - „ქართული ოცნება“ თავისი ოპონენტის მსგავსი გახდა, ხელს აფარებს მკვლელებს, მწამებლებს და სახელმწიფო დამნაშავეებს
ადა მარშანია - „ქართული ოცნება“ თავისი ოპონენტის მსგავსი გახდა, ხელს აფარებს მკვლელებს, მწამებლებს და სახელმწიფო დამნაშავეებს

მეშვიდე წლის თავზე „ქართული ოცნება“ თავისი ოპონენტის მსგავსი გახდა, ხელს აფარებს მკვლელებს, მწამებლებს და სახელმწიფო დამნაშავეებს და რით არიან მათზე უკეთესები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს უღალატა, გულში ჩაიხუტა მწამებლები და მკვლელები.

„დღეს ნერვები მომიშალეს. „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ნახევარი საათი იმის ჩამოთვლაში იყო, რა დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ, გიგა ბოკერიას. ეს ხალხი პარლამენტში რატომ ზის და არ სხედან ციხეში? დღევანდელი დღე ორივე ძალას მივულოცე. მეშვიდე წლისთავზე რა მივიღეთ? – დანაშაულებრივი კოაბიტაციის პოლიტიკა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვინ და რა არის, ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ „ქართული ოცნება“ შვიდი წლისთავზე ოპონენტის მსგავსი გახდა – ხელს აფარებს მკვლელებს, მწამებლებს და სახელმწიფო დამნაშავეებს და რით არიან უკეთესები? ქართველებს უღალატეს, გულში ჩაიხუტეს მწამებლები და მკვლელები“, – განაცხადა ადა მარშანიამ.