ადა მარშანია - როგორ უნდა დავდგეთ „ნაციონალური მოძაობის“ გვერდზე, რომელმაც ხალხი აწამა, მოკლა, გაძარცვა, მიწები დაკარგა და ჩააბარა მტერს [ვიდეო]

როგორ უნდა დავდგეთ ჩვენ „ნაციონალური მოძაობის“ გვერდზე, რომელმაც ხალხი აწამა, მოკლა, გაძარცვა, მიწები დაკარგა და ჩააბარა მტერს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ადა მარშანია ოპერის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„გაგიმარჯოთ პატრიოტებო, მებრძოლებო, გაგიმარჯოთ მამულიშვილებო. ამათ მოიწვიეს თავად თავისი უგუნური პოლიტიკით, თავისი ცინიკური ტყუილებით და თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკით, რომელსაც კოჰაბიტაცია დაარქვეს და კიდევ უკვირს მავანს და მავანს. განსაკუთრებულად ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ნუ გვეკითხებით ჩვენ, რატომ არ ვდგავართ იქ, პარლამენტის შენობის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, აბა როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს გავაკეთოთ? მებრძოლ ხალხს, პატიოსან ხალხს, მამულიშვილ ხალხს, როგორ უნდა დავდგეთ ჩვენ „ნაციონალური მოძაობის“ გვერდზე? რომელმაც ხალხი აწამა, მოკლა, გაძარცვა, მიწები დაკარგა და ჩააბარა მტერს“, – მიმართა ადა მარშანიამ აქციის მონაწილეებს.