ადა მარშანია - „ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ბოკერია ფაშიზმზე რომ გელაპარაკებათ
ადა მარშანია - „ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ბოკერია ფაშიზმზე რომ გელაპარაკებათ

„ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, ესენი რომ ლექციებს გიკითხავენ, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ბრალია, რომ ეს ხალხი დღეს პარლამენტშია.

„მოკლედ, „ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, როგორც იტყვიან ხალხურად, ესენი რომ თქვენ აქ ლექციებს გიკითხავენ. ესე იგი, ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშიზმზე გელაპარაკებათ და კომუნისტურ და ბოლშევიკურ რეჟიმზე გესაუბრებათ თქვენ. ახია თქვენზე. რატომ გყავთ ეს ხალხი პოლიტიკაში, რატომ არის საერთოდ, ჯანდაბას, პოლიტიკაში იყვნენ, პარლამენტში რატომ ზიან ესენი, თქვენი ბრალი არ არის ეს“? – განაცხადა ადა მარშანიამ.

ამასთან, მისი შეფასებით, სესიაზე არჩევნების ავკარგიანობის გარჩევა ბლეფია, რადგან ეს იყო ორი ძალის არჩევნები.

„ეს თქვენი არჩევნები საერთოდ არ მაინტერესებს, მათი გარჩევა და კომენტირება, რადგან ეს არის თქვენი არჩევნები, თქვენი ორი ძალის და თქვენ ერთმანეთს სჭირდებით ზუსტად რომ საარჩევნოდ. ვითომ, არჩევთ აქ არჩევნების ავკარგიანობას. ეს ყველაფერი არის ბლეფი. არც ერთი ხმა „ნაცებს“, არც ერთი ხმა „ქოცებს“. ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური სცენიდან და არენიდან. დაანებეთ თავი საქართველოს. წაბრძანდით და წყნარად დაჯექით სახლში. ეს მაინც გააკეთეთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის, მისი თქმით, გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია. როგორც ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ. სესიაზე ბოკერიასა და ვოლსკის შორის დაპირისპირება მოხდა.