ადა მარშანია პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას ქვეყნის გამთლიანებისა და უმუშევრობის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას
ადა მარშანია პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას ქვეყნის გამთლიანებისა და უმუშევრობის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ, დეპუტატ ადა მარშანიას პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის გამთლიანებისა და უმუშევრობის საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის პოზიცია აინტერესებს.

„პირველი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხი, თუ როგორ ისაუბრებს პრეზიდენტი ამ საკითხზე. ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ რამდენად გვეხმარება ამაში, თუ ხელს გვიშლის. ვიცით პრეზიდენტის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გვინდა, უფრო საგნობრივი და სერიოზული დებატები და კამათი გაიმართოს, თუ ჩვენ საპარლამენტო დარბაზში ამას მოვახერხებთ.

მეორე საკითხი კი, არის კატასტროფული უმუშევრობის პრობლემა. ბოლოს და ბოლოს, გვინდა მოვისმინოთ, აქვს თუ არა სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა, ხედვა და კონცეფცია უმუშევრობის დამარცხების“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

პრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა.