ადა მარშანია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯობია, საკუთარი კრიმინალური დანაშაულებები გამოიძიოს და მოინანიოს
ადა მარშანია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯობია, საკუთარი კრიმინალური დანაშაულებები გამოიძიოს და მოინანიოს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯობია, საკუთარი კრიმინალური დანაშაულებები გამოიძიოს და მოინანიოს, – ამის შესახებ „პატრიორტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ადვოკატთა ნაწილის მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„პოლიციელების გადაცდომები, თუ ასეთი რამ იყო, უნდა გამოიძიოს კვალიფიციურმა ორგანომ და პროცესუალურმა ორგანომ. ეს პროცედურები გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში და ჯგუფებს რომ ქმნიან, ეს მათი საქმეა, მაგრამ ამას არანაირი ლეგიტიმური ფუნქცია არ ექნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯობია, საკუთარი კრიმინალური დანაშაულებები გამოიძიოს და მოინანიოს, მერე შექმნას რაღაც გამოძიების ჯგუფები და საერთოდ, ნაკლებად იაქტიუროს პოლიტიკაში, ბევრი რამ მოინანიოს. პაუზა აიღონ პოლიტიკური საქმიანობისაგან, იქნება ნამდვილად უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და მათთვის, პირველ რიგში“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. იურისტთა ჯგუფი შეიქმნა ასევე აჭარაში.

დატოვე კომენტარი