ადა მარშანია მამუკა მდინარაძეს „ქართული ოცნების“ მთავარ დემაგოგს უწოდებს
ადა მარშანია მამუკა მდინარაძეს „ქართული ოცნების“ მთავარ დემაგოგს უწოდებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატი ადა მარშანია პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს პარტიის მთავარ დემაგოგს უწოდებს.

ადა მარშანია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო მესიჯი გამოსდით.

ადა მარშანიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების 0.60 პროცენტსაც ვერ აიღებს.

ადა მარშანიამ მდინარაძის გამოსვლაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც მიმართა.

„ბატონო არჩილ, შეცვალეთ მთავარი დემაგოგი თქვენ პარტიაში, მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, რომ იყოს მთავარი დემაგოგი, ძალიან უნიჭოა და ძალიან ვულგარული, ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება და დაანებეთ თავი პროცენტების ბრახაბრუხს. 60 პროცენტს კი არა, 0,60 პროცენტს ვერ მიიღებთ თქვენ მომავალ არჩევნებში, თუ ასეთი დემაგოგები გეყოლებათ პირველ პლანზე. თქვენი პარტიის სიაში, პირველ ხუთეულში ჩაწერეთ მურუსიძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, კიდევ მ-ზე ვინ გყავთ – მდინარაძე და არჩევნებში 160 პროცენტს მიიღებთ, გარანტირებულად, ნამდვილად“, – განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.