ადა მარშანია - აქტიურად ვიმუშავებთ, რომ აიკრძალოს „ენდიაის“ კვლევები საქართველოში
ადა მარშანია - აქტიურად ვიმუშავებთ, რომ აიკრძალოს „ენდიაის“ კვლევები საქართველოში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია „ენდიაის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საუბარი არა იმაზე, რომ ვინმეს შესაძლოა, კვლევები არ მოსწონდეს ან მის მიმართ კრიტიკულად იყოს განწყობილი, არამედ „ენდიაის“ საქმიანობა უკვე ქართველი ხალხის შეურაცხყოფაზეა გადასული.

მარშანიას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ენდიაის“ და „აირაის“ საქართველოში საქმიანობა აეკრძალოთ.

„ეს არის უკვე მეორე აქცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, არა „ენდიაის“ და არა „აირაის“. ეს არ არის რაღაც არასწორი კვლევები და სტატისტიკა, რომელიც ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს ან კრიტიკულად ვართ განწყობილი. ეს უკვე გადადის ჩვენი ერის და საზოგადოების შეურაცხყოფაში, ამიტომ ძალიან აქტიურები ვიქნებით ჩვენ იმ საკითხში, რომელსაც ჰქვია „აირაის“ კვლევების და სტატისტიკის აკრძალვა საქართველოში“ ,- განაცხადა ადა მარშანიამ.

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქცია უკვე დასრულდა.

დატოვე კომენტარი