ადა მარშანია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე მსჯელობა გაგრძელდება
ადა მარშანია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე მსჯელობა გაგრძელდება

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ მათი მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე მსჯელობა გაგრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს მარშანიამ განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსმა“ საზოგადოებას სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე იდეა შესთავაზა.

„იდეა გადაინაცვლებს პარლამენტის კედლებში და მსჯელობას გავაგრძელებთ. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რა შეხედულება და პოზიცია ექნება ხელისუფლებას, არამედ მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერა იდეისა და საკითხის მიმართ. ამას ემსახურებოდა ჩვენი დიდი შეკრებაც. ასეთი შეკრება და შეხვედრა მოსახლეობასთან კიდევ იქნება. 27 მაისიდან მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს ვიწყებთ, მათ შორის ამ და სხვა საკითხზე“, – განაცხადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის უნიკალურია სამხედრო მიუმხრობლობა.

დატოვე კომენტარი