აჭარაში კორონავირუსის 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული
აჭარაში კორონავირუსის 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული

აჭარაში კორონავირუსის 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო რვა ინფიცირებული გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა ასაკი 44-დან 78 წელია. შემთხვევები აჭარის ხუთ კოვიდკლინიკაში დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:

„ბათუმის სამედიცინო ცენტრი – 59 წლის მამაკაცი. თანმხლები: ინსულინდამოუკიდებელი, შაქრიანი დიაბეტი. მედცენტრი – 54 წლის მამაკაცი. თანმხლები: არტერიული ჰიპერტენზია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის უკმარისობა. რესპუბლიკური – 44 წლის ქალი. თანმხლები: ინსულინდამოუკიდებელი, შაქრიანი დიაბეტი, არტ. ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. რესპუბლიკური – 78 წლის მამაკაცი. თანმხლები: გულის უკმარისობა, არტ. ჰიპერტენზია. ბაუ – 70 წლის კაცი. თანმხლები: ინსულინდამოუკიდებელი, შაქრიანი დიაბეტი, არტ. ჰიპერტენზია. რესპუბლიკური – 63 წლის მამაკაცი. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრ. უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრი – 62 წლის ქალი. თანმხლები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტ. ჰიპერტენზია. რეფერალური საავადმყოფო – 73 წლის მამაკაცი“, – ნათქვამია გარდაცვლილთა შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.