აჭარისა და გურიის 80 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

10:24, 06.02.2018

დილიდან გაზმომარაგება შეუწყდა აჭარისა და გურიის 80 ათასამდე აბონენტს.

გაზის შეწყვეტის მიზეზად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში პროფილაქტიკურ სამუშაოები სახელდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტის თაობაზე მოსახლეობა ორი დღით ადრე იყო ინფორმირებული.

გაზის მიწოდება 15 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.

„სოკარის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ქსელში ქობულეთის აბონენტები ჩაერთვებიან.

გაზმომარაგების აღდგენის პროცესი ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 თებერვლამდე გასტანს.

მსგავსი