აჭარის უმაღლესმა საბჭომ საჯარო განხილვების 12-კაციანი საორგანიზაციო კომისია დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ საჯარო განხილვების 12-კაციანი საორგანიზაციო კომისია დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებების დამტკიცებამდე კი ორი კვირის განმავლობაში პროექტის საჯარო განხილვები იგეგმება.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს საჯარო განხილვების 12-კაციანი საორგანიზაციო კომისია დაამტკიცა, რომელშიც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

აჭარის კონსტიტუციის ცვლილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როდესაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. სწორედ ამ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, არ არის გამორიცხული, საჯარო განცხილვების დროს გაითვალისწინონ ახალი ინიციატივებიც.

ცვლილებების პროექტი ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის. პროექტში ძირითადად, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებს, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და გადაყენების წესს, სამინისტროების რაოდენობის დადგენასა და სხვა საკითხებს შეეხება.