აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი 13 ხმით ერთი წინააღმდეგ დაამტკიცა.

სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ ესწრებოდნენ.

აჭარის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 39 800 000 ლარით გაიზარდა და 454 000 000 ლარს მიაღწია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტი ძირითადად საშემოსავლო გადასახადების რაოდენობის მატების შედეგად გაიზარდა.

„რეგიონში იზრდება ეკონომიკა, იზრდება სამუშაო ადგილებისა და დასაქმებულთა რაოდენობა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. ყველა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად იზრდება სტრუქტურების ბიუჯეტი. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის საცხოვრებლების მშენებლობისთვის და ასევე ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის მეორე ეტაპის დასაწყებად საჭირო თანხები“,- განაცხადა ფუტრაკაძემ.

დატოვე კომენტარი