აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ცნობილია, რომ უმრავლესობის შეთავაზების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საკომიტეტო მოსმენების შემდეგ რიგგარეშე სხდომაზე ნდობა უნდა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტსაც.

ცნობილია, რომ აჭარაში ოთხივე მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს. ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძის კანდიდატურები განიხილება.