აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი - ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს, აჭარაში დესტრუქცია შექმნას
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი - ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს, აჭარაში დესტრუქცია შექმნას

სამწუხაროდ, „ნაციონალირი მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს, მოახდინოს აჭარაში დესტრუქცია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მგალობლიშვილის თქმით, ქმედებები, გამოხატვის თავისუფლებას სცილდება.

„მარგინალური ჯგუფი, რომელიც ქვემოთ იმყოფება, დადის რამდენიმე დღეა ჩვენს სახლებთან და პირდაპირ ადგილი აქვს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, საცხოვრებლებზე ცდილობენ იერიშის მიტანას. ეს არის სამარცხვინო საქციელი. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს არ მიკვირს, მაგრამ 21-ე საუკუნეა და იქნებ ჩახედოს ვარშალომიძემ კალენდარში და გასცეს ბრძანება, რომ შეწყვიტოს სამარცხვინო ქმედებები“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.