აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას

19:36, 01.10.2020

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. სამი პარტია საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

„უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი სულ 25 პარტიას ჰქონდა შემოტანილი, თუმცა პარტიული სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათგან 22-მა დაარეგისტრირა. სამი პარტია, რომელმაც ვადის ამოწურვამდე ვერ წარმოადგინა სიები და შესაბამისი დოკუმენტაცია, ხვალ ავტომატურად მოიხსნება რეგისტრაციიდან. ასე რომ, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია მიიღებს“, – განაცხადა უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნესტან ნაკაშიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს ირჩევენ, მათ შორის 18 პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

მსგავსი