აჭარის უმაღლესი საბჭო „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს
აჭარის უმაღლესი საბჭო „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს

აჭარის უმაღლესი საბჭო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არჩეული ექვსი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას მომდევნო პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ საკითხი პირველივე პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა. უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე აცხადებს, რომ უმრავლესობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„პირველივე პლენარულ სხდომაზე პირველ საკითხად იქნება გატანილი. კენჭისყრის წინა დღეს გვექნება უმრავლესობის შეხვედრა და ვიმსჯელებთ. იქნება თავისუფალი კენჭისყრა და ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ანგარიშს გავუწევთ თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს“, – განცხადა დავით გაბაიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ შვიდი დეპუტატი მოხვდა. მათგან ექვსი მანდატებზე უარს აცხადებს. ოპოზიციიდან უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი შევიდა.