აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის მონაწილეები კომისიასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს.

აქციის მონაწილეებმა შენობასთან აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას ე. წ. სერტიფიკატი მიუტანეს, რომელზეც წერია, რომ პარმენ ჯალაღონია არის მთავარი გამყალბებელი. ისინი ჯალაღონიასთვის სერტიფიკატის გადაცემას და შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, სერტიფიკატი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წაიღო.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა კომისიის შენობასთან სხვადასხვა წარწერით გაფორმებული ჰელიუმის ბუშტებიც გაუშვეს.