აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის მოსმენა განახლდა
აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის მოსმენა განახლდა

​აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც ხმაურის გამო შესვენება იყო გამოცხადებული, განახლდა.

სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს ისმენენ.

სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს დაატოვებინეს. ელგუჯა ბაგრატიონი, რომლის გაძევების გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო, დარბაზს არ ტოვებდა და მოქალაქეების დასწრებას ითხოვდა. სიტუაცია ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბაგრატიონმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა დარბაზი, როცა მასთან თორნიკე რიჟვაძე მივიდა და შესთავაზა, დარბაზი დაეტოვებინა და ადგილი მოქალაქისთვის დაეთმო. ამის შემდეგ, დეპუტატმა დარბაზი დატოვა.

სხდომაზე ანგარიშით გამოდის თორნიკე რიჟვაძე. დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც იმყოფებიან.