აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

სხდომის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს შენობასთან მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები. ისინი ყველა დეპუტატს აცილებენ საყვირებითა და შეძახილებით „მონა“ , „მოღალატე“.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ყველა სხდომის წინ იგივეს გააკეთებენ. ისინი განსაკუთრებით უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან შესულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ელოდებოდნენ, თუმცა ჩავლეიშვილი დღეს სხდომაზე არ გამოჩენილა.