აჭარის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. გაბაიძე თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო და მას მხარი დარბაზში მყოფმა 13-ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.
დავით გაბაიძე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ზედიზედ უკვე მესამე ვადით უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, მას რამაზ ჯინჭარაძე დაიკავებს. იგი არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.