აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან ხმაურია [ვიდეო]

ხმაურია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან, სადაც დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს კენჭი უნდა უყარონ.

ადგილზე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „მონებო“, შენობის ფანჯრებს კი ხელებს ურტყამენ.

შენობაზე აქციის მონაწილეებმა საარჩევნო ოქმების ასლების გაკვრა სცადეს, რითაც მათი განცხადებით, არჩევნების გაყალბება მტკიცდება, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და ჩოჩქოლი მოჰყვა.

ამ დროისთვის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. შენობას პოლიციის კორდონი იცავს.