აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ტელევიზიასთან აქცია პოლიტიკურად მართულია
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ტელევიზიასთან აქცია პოლიტიკურად მართულია

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქცია არის პოლიტიკურად მართული.

მისი განცხადებით, დაუშვებელია პოლიტიკოსებზე მოწოდება, რომ ზეგავლენა მოახდინონ მრჩეველზე.

„მრჩეველთა საბჭოს მისამართით ულტიმატუმის წაყენება არის დაუშვებელი. დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. აქციის მონაწილეებმა ღიად მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიას, რომ ზეწოლა მოახდინოს მრჩეველთა საბჭოს წევრზე. აქამდე თუ მათი მოთხოვნა იყო უკანონო, დღეს მათი მოთხოვნები ხდება დანაშაულებრივი, რადგან „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებებს, თუკი მათ დამოუკიდებელი მედია უნდათ, ნუღარ თხოვენ პოლიტიკურ პარტიებს, ზეწოლა მოახდინონ მრჩევლებზე, რაც დაუშვებელი და მიუღებელია“, – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა აჭარის ტელევიზიის შენობასთან აქციას მართავს. ალექსანდრე მილორავა ტელევიზიის ხელმძღვანელის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს.