აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს.

ოპერატორები ამბობენ, რომ ტელევიზიის დირექტორის გადაყენების შემდეგ მენეჯმენტთან მოლაპარაკებას გააგრძელებენ და თუ ეს მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდა, პროტესტს მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებენ.

„სამუშაოზე გავედით, მაგრამ პროტესტს მხოლოდ დროებით ვწყვეტთ, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ ჩვენ მენეჯმენტს ვაძლევთ შანსს, კვლავ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს და თუ ჩვენს მოთხოვნებს ხელფასებთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილებენ, ისევ გადავალთ გაფიცვის რეჟიმში, თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად შეძლებს მენეჯმენტი გადაწყვიტოს ეს საკითხი ახალი დირექტორის არჩევამდე“, – ამბობს ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე.

საინფორმაციო სამსახურის 13 ოპერატორი დღეს დილით გაიფიცა, ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ ოპერატორობასთან ერთად მემონტაჟის მოვალეობასაც ასრულებენ.