აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე პროკურატურას მიმართა
აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე პროკურატურას მიმართა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედმა მენეჯმენტმა აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე პროკურატურას მიმართა.

შესაბამისი განცხადება პროკურატურაში აჭარის ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ემზარ პაქსაძემ წარადგინა. ემზარ პაქსაძის განცხადებით, პროკურატურაზე მიმართვის საფუძველი გახდა აუდიტორული კომპანია „კომპაუდის“ დასკვნა, რომელმაც 2017-2019 წლების პერიოდი შეისწავლა.

„2017-2019 წლების პერიოდია შესწავლილი, როდესაც ტელევიზიას ხელმძღვანელობდა ნათია კაპანაძე. რამდენიმე პირთან დაკავშირებით არის აღმოჩენილი დარღვევები საერთაშორისო აუდიტის მიერ. აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევები, როგორიცაა თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მითვისება, ყალბი ცნობების გაცემა და ასე შემდეგ. ჩვენს კომპეტენციას სცილდება ამ საკითხებზე რეაგირება, ამიტომაც მივმართავთ პროკურატურას“, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.