აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ოთხი მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ოთხი მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველი სექტემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (5 153 ტონა), სომხეთში (2 221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), ყირგიზეთში (60 ტონა), სლოვენიასა (50 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).