აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში არსებული პროდუქტების მინიმუმ სამი თვის მარაგი გვაქვს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში არსებული პროდუქტების მინიმუმ სამი თვის მარაგი გვაქვს

აჭარაში მარაგების კუთხით კარგი მდგომარეობაა, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე აცხადებს.

ტიტე აროშიძის ინფორმაციით, მთავრობის შედგენილ ჩამონათვალში მითითებული ცხრა დასახელების პროდუქტიდან სამი თვის მარაგი არსებობს.

„იმ ცხრა პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში, გვაქვს მინიმუმ სამი თვის მარაგი, რომელიც ყოველდღიურად ივსება როგორც პორტის, ასევე სარფის საბაჟოდან შემომავალი ტვირთებით. ასე რომ, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტებში მარაგების კუთხით არის კარგი მდგომარეობა“, – განაცხადა პირველ არხთან ტიტე აროშიძემ.

მინისტრის თქმით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება შეზღუდვების მონიტორინგი, ასევე კონტროლდება კომერციული თუ სახელმწიფო ობიექტები ჰიგიენისა და დეზინფექციის კუთხით. დღეს საღამოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბათუმის მერიასთან ერთად ქალაქის ქუჩების დეზინფექციას დაიწყებს.