აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება

წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბათუმში ერთ-ერთი პურის ქარხანა მოინახულა და საწარმოო სიმძლავრეს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

„ჩვენ პურზე ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებით უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.