აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილების შეძენა ფერმერებს საკარანტინო პირობებშიც შეუძლიათ
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილების შეძენა ფერმერებს საკარანტინო პირობებშიც შეუძლიათ

შუახევის საჩითილე მეურნეობაში აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის უკვე მზად არის კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნისა და ბულგარული წიწაკას 350 ათასი ნერგი. ჩითილების რაოდენობა მაისის ბოლომდე მილიონს მიაღწევს.

„სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილების შეძენა ფერმერებს საკარანტინო პირობებშიც შეუძლიათ“, -აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, რომელიც მთიან აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის – „მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში მოეწყო. ობიექტი შემოდგომაზე გაიხსნა და წელს პირველად გამოიყვანეს ჩითილები.