აჭარის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებს წელს პირველად „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მილიონობით მაყურებელი ეცნობა
აჭარის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებს წელს პირველად „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მილიონობით მაყურებელი ეცნობა

„ბიბისის“, „ევრონიუსისა“ და „დოიჩე ველეს“ შემდეგ აჭარის საიმიჯო რგოლებს წელს პირველად „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ (National Geographic) მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

რეგიონის სატელევიზიო რეკლამა პოპულარულ სამოგზაურო არხზე დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში ტრიალებს.

„აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას. ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს ჩვენს სამიზნე ევროპულ ბაზრებზე, სადაც აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველი ვიდეორგოლები ლატვიურ, გერმანულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე ტრიალებს. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეკლამირება ისეთ პოპულარულ სამოგზაურო მედიაპლატფორმაზე, როგორიცაა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“, რა თქმა უნდა, საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. პარალელურად, აჭარაზე სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ: „ფორბსი“, „კოსმოპოლიტანი“, „ვოგი“, „ZOE Magazine“, „L’Officiel“ და სხვა გავლენიანი მედიაგამოცემები. რეგიონის რეკლამირება ასევე, გრძელდება გარე და ონლაინ რეკლამით, როგორც ტრადიციულ, ისე ახალ სამიზნე ქვეყნებში,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.