კორონავირუსის შემთხვევის გამო, აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს
კორონავირუსის შემთხვევის გამო, აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს

აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აჭარის მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

„კოვიდ-19“-ის ინფიცირების ერთი შემთხვევა უკვე დადასტურებულია აჭარის მაუწყებელში. შესაბამისად, მოხდა ზომების მიღება, ანუ ჩაკეტილია მაუწყებელი და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწიმებული ღონისძიებები. დაახლოებით 11 საათის შემდეგ მაუწყებელში ეპიდემიოლოგების მოსვლას ველოდებით, რომლებიც ჩაატარებენ ყველა საეჭვო კონტაქტის ტესტირებას. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს მაუწყებელი საქმიანობას. ინფიცირებული ჟურნალისტი არ არის. ვერ დავაკონკრეტებ თანამდებობას. მაუწყებლის თანამშრომელია. არც თუ ისე დიდია მისი საკონტაქტო წრე სამსახურში. მან ნებაყოფლობით ჩაიტარა ტესტირება და ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო არ ვიცით“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.